რასა იუკნევიჩიენე - ევროპაში ჰიტლერისა და სტალინის მიერ შემორჩენილი გამყოფი ხაზები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა
ევროპაში ჰიტლერისა და სტალინის მიერ შემორჩენილი გამყოფი ხაზები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობდნენ.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.
„საქართველო ეკუთვნის ევროპას. ამ ქვეყანას ევროპასთან აშორებდა საბჭოთა რუსეთი. დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ევროპაში ჰიტლერისა და სტალინის მიერ შემორჩენილი გამყოფი ხაზები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის გაფართოება ორგანიზაციას უფრო ძლიერს გახდის, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხითაც. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, იგივე მიზნები აქვს, რაც ქართველ ხალხს. საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს. ყველაფერი ევროკომისიის რეკომენდაციებში წერია, რომელიც უნდა შესრულდეს მანიპულაციებისა და პრეტენზიების გარეშე. სერიოზულად ავად მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ არის ევროპული ფასეულობა. ხალხის წამება პუტინის პოლიტიკაა და მინდა, მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, გააკეთეთ ყველაფერი, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი თქვენს სინდისზე არ იყოს“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.