რასა იუკნევიჩიანე - მიდგომების შესაცვლელად საჭიროა მხოლოდ დებიძინიზაცია
რასა იუკნევიჩიანე - მიდგომების შესაცვლელად საჭიროა მხოლოდ დებიძინიზაცია

მიდგომების შესაცვლელად საჭიროა მხოლოდ დებიძინიზაცია, რადგან ეს კაცი დგას ყველაფრის უკან, მათ შორის ნატო-ს წევრობის კურსის შეცვლის უკან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, რომელიც მონაწილეობს თბილისში მიმდინარე ორდღიან კონფერენციაში სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“.

იუკნევიჩიანეს თქმით, მშვიდობასა და „გლობალური ომის პარტიაზე“ ან რაიმე მსგავსზე საუბარი არის ზუსტად კრემლის ნარატივი.

„ამის შესაცვლელად აუცილებელია, იმდენად ღია იყო, რამდენადაც შესაძლებელია ამ არჩევნების წინ. ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რომ ისინი ხმას აძლევენ ან ევროპულ ცხოვრებას, ან „რუსკი მირს“. სხვა არჩევანი არ არის.

როდესაც ისინი საუბრობენ რაღაც სუვერენიტეტზე, ეს არის ზუსტად კრემლის ნარატივი. ძალიან მომწონს ამერიკული გამოთქმა: თუ ის გამოიყურება, როგორც იხვი, ცურავს, როგორც იხვი და ყიყინებს, როგორც იხვი, ე.ი. ის ნამდვილად იხვია. ასე რომ, არ მისცეთ ხმა „რუსკი მირს“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.