რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ნატო-ს შტაბბინაში 13 ივნისს გაიმართება
რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში 13 ივნისს გაიმართება. შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში შედგება.
ამასთან, 15 ივნისს ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის სხდომას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წინა, რიგით 22-ე შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა და ძირითადად უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე გაამახვილდა ყურადღება. ასევე, ცალკეულმა სახელმწიფოებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტების გადაცემის შესახებ გაავრცელეს განცხადება.