„რამშტაინის ფორმატში“ უკრაინის საკითხზე დღეს მორიგი შეხვედრა იგეგმება
უკრაინის პარტნიორები დღეს „რამშტაინის ფორმატში“ მორიგ შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.
როგორც ალექსეი რეზნიკოვი წერს, ის 14 მარტს შეხვდა ნიდერლანდელ კოლეგას და მათ ერთად მოინახულეს მიკოლაევისა და ოდესის ოლქები. რეზნიკოვის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო „რამშტაინის ფორმატის“ მოლაპარაკებების დღის წესრიგის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.
მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს.
„რამშტაინის ფორმატში“ მორიგი შეხვედრა დისტანციურად, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.