ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) რამოსი 21-ე საუკუნეში ყველაზე შედეგიან მცველად დაასახელა.
IFFHS-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ მცველმა ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში 126 გოლი გაიტანა – 102 კლუბში, 23 კი ნაკრებს შემადგენლობაში.
21-ე საუკუნის ყველაზე შედეგიანი მცველების ხუთეული ასე გამოიყურება: მარკუს ტულიო ტანაკა – 104 გოლი (იაპონია), აბდერაჰმან ჰაშუდი – 88 გოლი (ალჟირი), კეილორ სოტო – 86 გოლი (კოსტა რიკა), მარკუს იურგენსონი 85 გოლი (ესტონეთი).
ლეგენდარული მცველი, რობერტო კარლოსი კარიერის განმავლობაში 124 გოლის ავტორი გახდა, მაგრამ IFFHS-ის რეიტინგში მხოლოდ 25-ე ადგილზეა, რადგან გოლების ნახევარზე მეტი მე-20 საუკუნეში გაიტანა.