ესპანური მედიის ცნობით, პსჟ-ში რამოსის ქცევით უკმაყოფილოები არიან #1TVSPORT
ესპანური მედიის ცნობით, პსჟ-ში რამოსის ქცევით უკმაყოფილოები არიან #1TVSPORT

პარიზულ გრანდში სერხიო რამოსის ქცევით უკმაყოფილოები არიან. 35 წლის ესპანელი ლეგიონერი „ქედმაღლურად ექცევა თანაკლუბელებსა და მომსახურე პერსონალს“, – იუწყება ერთ-ერთი წამყვანი ესპანური რადიოსადგური Cadena SER.

აღნიშნავენ, რომ თუ რამოსი ახალ კლუბში დამოკიდებულებას არ შეცვლის, მაურისიო პოჩეტინოსთან ურთიერთობა გაუფუჭდება და შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების პრობლემა შეექმნას.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი პარიზელთა რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა ძალაში.