ზიდანმა დაადასტურა, რომ რამოსი მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT
ზიდანმა დაადასტურა, რომ რამოსი მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT

„სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ გუნდს სერხიო რამოსი დაუბრუნდა და უახლოეს მომავალში ოფიციალურ მატჩებს ჩაატარებს. 

შეგახსენებთ, რომ რამოსი ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. „რეალის“ 35 წლის მცველი ბოლოს მოედანზე 16 მარტს „ატალანტას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში გამოვიდა.

„რამოსი ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თამაში უკვე შეუძლია, – ციტირებს „რეალის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვებს Goal. – დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ ის „ოსასუნას“ წინააღმდეგ მატჩს ჩაატარებს, მაგრამ სერხიო ფორმაში შედის და მზად არის, რომ მოედანს დაუბრუნდეს“.