რონალდოს კიდევ ერთი სანაკრებო რეკორდი – პორტუგალიელმა რამოსს გადაასწრო #1TVSPORT
პორტუგალია ამხანაგურ მატჩში ყატარის ნაკრებს შეხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა – 3:0.
ერთ-ერთი გოლის ავტორი პორტუგალიელთა ლიდერი, კრიშტიანო რონალდო გახდა.
ეს მატჩი რონალდოსთვის პორტუგალიის ნაკრებში ჩატარებული 181-ე შეხვედრა იყო, რაც ევროპული ქვეყნების ნაკრებების ფეხბურთელებს შორის ისტორიული რეკორდია.
რონალდომ ამ მონაცემებით ესპანელ მცველს, სერხიო რამოსს გადაასწრო, რომელსაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 180 მატჩი აქვს ჩატარებული.
მსოფლიო რეკორდი კი მალაიზიელ სოჰ ჩინ ანს ეკუთვნის, რომელიც ეროვნული ნაკრების ფორმით მოედანზე 195-ჯერ გავიდა.
Os recordes são sempre marcantes, mas aqueles que caem ao serviço da nossa Selecção assumem uma dimensão especial. 181 jogos com a camisola das quinas são 181 motivos de orgulho! E marcar contra 46 países diferentes é algo que nunca imaginei que fosse possível.Força Portugal 🇵🇹💪🏽 pic.twitter.com/egmX1U7PSo
— Cristiano Ronaldo (@Cristiano) October 10, 2021