რამოსი პსჟ-ს დატოვებას და „სევილიაში“ თამაშს გეგმავს #1TVSPORT
რამოსი პსჟ-ს დატოვებას და „სევილიაში“ თამაშს გეგმავს #1TVSPORT

ლეგენდარული მცველი სერხიო რამოსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვებას და სამშობლოში, „სევილიაში“ თამაშს აპირებს, – იუწყება  Todofichajes-ი.

გამოცემის ინფორმაციით, პსჟ-ში დარჩენა თვითონ რამოსს არ სურს და პარიზული კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. აღნიშნავენ, რომ ეს გარიგება „სევილიას“ ინტერესებშიც შედის. კლუბის მენეჯერებს ფეხბურთელის აგენტთან აქტიური მოლაპარაკება აქვთ და რამოსი „სევილიაში“ დასაბრუნებლად კომპრომისებისთვის მზად არის.

ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 42 მატჩი გამართა, გაიტანა სამი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი „სევილიას“ შემადგენლობაში 2002-2005 წლებში თამაშობდა.