პსჟ რამოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT
პსჟ რამოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პარიზული კლუბი ესპანელ ლეგიონერთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს.

„რამოსი სხვა მოთამაშეებისთვის მაგალითია. ის საკვანძო ფეხბურთელია, როდესაც გუნდს გასახდელში გამხნევება და დარიგება სჭირდება. რამოსის აგენტები და ჩვენი კლუბის მენეჯერები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობენ.

სერხიოს მიერ ჩატარებული სეზონით კმაყოფილი ვარ – ვგულისხმობ, რასაც მოედანზე ან მოედნის მიღმა აკეთებს“, –  განაცხადა პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა.

სერხიო რამოსის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ წელს, ზაფხულში იწურება.

მიმდინარე სეზონში 37 წლის ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა პარიზელთა შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.