რობერტო კარლოსი, ზენგა ან ფელიქს მაგათი - საქართველოსთან წაგების შემდეგ კოსოვოში ნაკრების მწვრთნელს ეძებენ #1TVSPORT
რობერტო კარლოსი, ზენგა ან ფელიქს მაგათი - საქართველოსთან წაგების შემდეგ კოსოვოში ნაკრების მწვრთნელს ეძებენ #1TVSPORT

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად ეძებს ბერნარდ შალანდის შემცვლელს, რომლის გაწვრთნილი კოსოვოს მხარის გუნდი 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა პრიშტინაში დაამარცხა (1:2).

მსოფლიოს შესარჩევში ბოლო 9 წელიწადში პირველი მოგების შემდეგ „ჯვაროსნებმა“ მეტოქის მწვრთნელის გათავისუფლება დააჩქარეს. კოსოვოს მედიის ცნობით, შვეიცარიელი სპეციალისტის შემცვლელად სამი ძალიან ცნობილი კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ dukagjinirtv იუწყება.

„საქართველოსთან საშინაო მარცხი (1:2) მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კოსოვოს ნაკრებისთვის ზედიზედ მესამე აღმოჩნდა და ჯგუფში ბოლო ადგილზე დაქვეითდა. ამრიგად, ბერნარდ შალანდი წარსულს ჩაბარდა და კოსოვოს ფედერაცია უკვე ეძებს მის შემცვლელს. მაგრამ შესაძლოა, რომ 14 ნოემბერს საბერძნეთთან თამაშამდე გუნდს მთავარი მწვრთნელი არც დაუნიშნონ. სიის სათავეში არიან რობერტო კარლოსი, ფელიქს მაგათი და ვალტერ ზენგა“, – წერს კოსოვოს რადიოსა და ტელევიზიის ვებ-გვერდი.

ბერნარდ შალანდი კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ თანამდებობიდან საქართველოსთან წაგების მეორე დღეს გაათავისუფლა. 70 წლის შვეიცარიელ სპეციალისტთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზად უარყოფითი შედეგი დასახელდა – ბერნარდ შალანდს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე უნდა ემუშავა. მაგრამ გუნდმა შვიდ თამაშში ოთხი ქულა დააგროვა და B ჯგუფში ცხრილის ბოლო ადგილზეა.

ბერნარდ შალანდი კოსოვოს ნაკრებს 2018 წლიდან ავარჯიშებდა და გუნდი D დივიზიონის ჯგუფში გამარჯვების შემდეგ ერთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა – 1:2.