რამაზ საყვარელიძე - „ნაციონალების“ ჯგუფს სჩვევია, გააკეთოს იმ დანაშაულის მოდელირება, რომელიც თვითონ ჩაუდენია, მომჩივანიც არავინ ჩანს ჯერ და პირდაპირ ქაოსზე მიდიან
ბევრი რამით „ნაციონალების“ ჯგუფს სჩვევია, გააკეთოს იმ დანაშაულის მოდელირება, რომელიც თვითონ ჩაუდენია. მომჩივანიც არავინ ჩანს ჯერ და პირდაპირ ქაოსზე მიდიან, – ამის შესახებ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
საყვარელიძის შეფასებით, აღნიშნული ქმედებების უკან რუსული ინტერესები დგას.
ექსპერტი აცხადებს, რომ რუსეთს სურს, ქაოსის გამო, დასავლეთისთვის საქართველო უინტერესო გახდეს.
„ეს მიგვანიშნებს იმას, რომ სააკაშვილის ინსტრუქციით მოქმედებენ. სააკაშვილის რეალური მარიონეტები არიან, თავად რომ ამბობენ სხვებზე მარიონეტებიო და ამ დროს თავად აქვთ აბსოლუტურად მარიონეტული ქცევა. მთლიანობაში კი აქ რუსეთის ინტერესებია წამყვანი, ვინაიდან ქაოსის გამოწვევა სწორედ ესაა. პირდაპირ ქაოსისკენ მიურბით ხელი. ბევრი რამით „ნაციონალების“ ჯგუფს სჩვევია გააკეთონ იმ დანაშაულის მოდელირება, რომელიც თვითონ ჩაუდენიათ. მომჩივანიც არავინ ჩანს ჯერ და პირდაპირ ქაოსზე მიდიან. რატომ უნდათ ქაოსი? ერთი მხრივ, უარი რომ ითქვას მოლაპარაკებებზე და ნორმალურ მსვლელობაზე, რადგან პარლამენტში ნორმალური პროცესი თუ განვითარდა, ეს ოთხწლიანი იქნება, შემდგომ კიდევ ოთხწლიანი და გრძელი დროა მიშასთვის. მეორე მხრივ, რუსეთს, ახლა სანამ აკონტროლებს ერევანს და ბაქოს, უნდა, რომ თბილისის კონტროლი ხელში ჩაიგდოს ან თბილისი გახადოს ქაოსის გამო უინტერესო დასავლეთისთვის“, – განაცხადა საყვარელიძემ.