რამაზ საყვარელიძე - გიორგი გახარიას ფიგურა განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს
რამაზ საყვარელიძე - გიორგი გახარიას ფიგურა განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას ფიგურა განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს. საყვარელიძემ პირველ არხთან საუბრისას მინისტრის საკომიტეტო მოსმენაზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

„განსაკუთრებით საინტერესოა მათი მოსმენა, ვინც ახლა შევიდა მინისტრთა კაბინეტში. განსაკუთრებულ ინტერესს რა თქმა უნდა გახარიას ფიგურა იმსახურებს, რადგან წარმატებული ეკონომისტი აღმოჩნდა მისთვის უცხო სამინისტროში და იყო საუბარი იმაზე, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი არის მენეჯერული უნარი. მასზე აქცენტი გაკეთებულია, როგორც კარგ მენეჯერზე. მისმა პარლამენტში გამოსვლამ, ემი აზრით, გაამართლა ეს მოლოდინი. ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და მაყურებლისთვის, მოქალაქისთვის, რომელსაც პრობლემები უჩნდება, ისევე, როგორც ყველას, ერთ-ერთი საგულოსხმო აქცენტი იყო ის, რაც გახარიამ გადაიტანა კრიმინალური პოლიციის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ აქცენტები ბევრი იყო. ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა და ეს ტვირთი სწორედ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს აწევს უპირველეს ყოვლისა პროკურატურასთან ერთად.  ამავე დროს, სულ არის ლაპარაკი კულუარებში იმაზე, რომ წინა ხელისუფლებაში ძალის გამოყენებით, პატიმრებზე ძალადობით საქმის ძიებამ ფაქტობრივად დეკვალიფიკაცია მოახდინა კადრების და გამოძიებამ დაკარგა კვალიფიკაცია. აი, ამის ფოკუსირება გააკეთა გახარიამ, რომ საჭიროა, გაიზარდოს უკვე კვალიფიკაცია საგამოძიებო სეგმენტის და მთელი აქცენტი გადაიტანა ამ მხრივ დასავლელი პარტნიოტრების დახმარებაზე, რაც სრულიად მისაღები და ნორმალური, საქმიანო გადაწყვეტილებაა“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, გახარიას საქმიანი დამოკიდებულება ახასიათებს და ამიტომ განაცხადა, რომ სამართლიანი და მკაცრი იქნება.

„სამართლიანობაზე და ორგანიზაციულობაზე იმიტომ გააკეთა ალბათ აქცენტი და რა თქმა უნდა, ის ასპექტები, რომ საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება უნდა მოხდეს. მან აღნიშნა ის პოზიტივიც, რაც ამ სისტემის შექმნასთან არის დაკავშირებული, მისი მსჯელობა პოლიტიკური მოტივით არ იყო და სწორედ რომ, პროფესიული, საქმიანი მოტივით იყო ნაკარნახევი, რაც ამ სისტემამ მოიტანა ის პოზიტივი აღნიშნა, მაგრამ გაჩერება რომ არ შეიძლება და განვითარება საჭიროა, ესეც უდაოდ, პოზიტიური მომენტია“, – აღნიშნა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალური დეპარტამენტის შემქნის საკითხს, აქაც ძალიან საგულისხმო იყო გახარიას საქმიანი დამოკიდებულება.

„პოპულისტური პოზიციიდან ადამიანი იტყოდა, რომ შევქმნით ასეთ დეპარტამენტს და ის ადამიანის უფლებების საკითხს მოაგვარებს და დაამთავრებდა ამით. მისი საქმიანი და არაპოპულისტური ხაზი ჩანს იმაში, რომ მან თქვა – ეს დროებითი დეპარტამენტი იქნებაო და სრულიად სამართლიანად, რადგან ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს ყველა სტრუქტურა და ეს არ უნდა იყოს რომელიმე სპეციალური სტრუქტურის პრეროგატივა.

რთულ მომენტში ამ სირთულეების დაძლევისთვის შეიძლება ასეთი სტრუქტურა შეიქმნას, მაგრამ კონცეპტუალურად, მას მიაჩნია, რომ ასეთმა სტრუქტურამ პასუხისმგებლობის გრძნობა არ დაუკარგოს სხვა სტრუქტურებს. ხაზი გაესვა იმას, რომ მისახედია ახალგაზრდული პრობლემები და ერთი დიდი თემა იყო, ბევრ მინისტრთან სხვათა შორის. უპირველეს ყოვლისა, მისი გამოსვლა იყო საქმიანი.

კიდევ ერთი საქმიანი კომპონენტი მის მუშაობაში და არა პოპულისტური, ეს არის აქცენტი საზღვარზე. საზღვრის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, მით უმეტეს იმ ინციდენტის მერე, რაც თბილისში მოხდა ტერორისტებთან დაკავშირებით. ამან ცხადი გახადა საზღვრების სკურპულოზური დაცვა და სიფრთხილე საზღვრების დაცვაში. გახარია რეალურ პრობლემებს მიყვება და რეალური პრობლემა უკვე დიდი ხანია, არის საქართველოსთივს საზღვრის დაცვის საკითხი, ამ მხრივ, ვამბობ, რომ მისი გამოსვლა არ იყო პოპულისტური, არამედ საქმიანი“, – განაცხადა საყვარელიძემ.