რაიონის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს ხელფასი გაეზრდებათ
რაიონის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს ხელფასი გაეზრდებათ

რაიონის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს ხელფასი 20-30%-ით გაეზრდებათ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მთავრობაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოდის, რომლის მიხედვითაც ჩვენ 20-30 %-ით გავუზრდით ხელფასებს რაიონის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს.

ამ მოქალაქეებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად მივაწოდოთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.