ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წლიდან სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასები 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასები 100 ლარით გაიზრდება
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წლიდან სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასები 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასები 100 ლარით გაიზრდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, საიდანაც საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება 850 მილიონ ლარს შეადგენს.

მინისტრის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება, ასევე, რიგი მიმართულებებით განხორციელდება დაფინანსების ახალი – ე.წ. DRG მოდელის დანერგვა.

მისივე თქმით, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, მიიმართება 190 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ასევე, სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა.

„ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, გამოყოფილია 97 მილიონი ლარი. კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯები მცირდება თითქმის 500 მლნ ლარით და ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 63 მლნ ლარამდე. მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 85 მილიონ ლარს.  ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გამოყოფილია 340 მილიონ ლარამდე“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.