რაგბის კავშირი - ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა აქციებში, რომლებსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით
ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა აქციებში, რომლებსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით, – ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაშია ნათქვამი.
„ძვირფასო მეგობრებო დინამოზე მიმდინარეობს დაძაბული მატჩი ბორჯღალოსნებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირელი რესპუბლიკის შექმნის 100 წლის თავს.
მატჩის დასრულებისთანავე, ჩვენი ნაკრები მიემგზავრება ოკეანეთში (ფიჯიზე) წყნარი ოკეანის თასზე მონაწილეობის მისაღებად.
უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ნუ გააკეთებთ განცხადებებს.
ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას.
გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით!“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რაგბის კავშირის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.