რაგბის ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელი ივლისის ტესტებზე გრანდების მონაწილეობით ორ მატჩს განსჯის.
ამაშუკელი 6 ივლისს ახალი ზელანდიისა და ინგლისისი მორაგბეთა ნაკრების მატჩზეა დანიშნული, შეხვედრა დანიდინში გაიმართება.
ერთ კვირაში კი, 13 ივლისს მელბურნში ქართველი არბიტრი ავსტრალიისა და უელსის ნაკრებების მატჩს მოემსახურება.