რაგბის მსოფლიო თასზე ნიკა ამაშუკელი ჯგუფურ ეტაპზე შვიდ თამაშს განსჯის #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასზე ნიკა ამაშუკელი ჯგუფურ ეტაპზე შვიდ თამაშს განსჯის #1TVSPORT

მსოფლიო რაგბმა 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის მსაჯები და ოფიციალური პირები დანიშნა. 12 არბიტრს შორისაა ქართველი ნიკა ამაშუკელი. მას მსოფლიო თასზე დებიუტი ექნება და გახდება პირველი მსაჯი ტიერ 2-ის ქვეყნებიდან, რომელსაც წილად ასეთი პატივი ხვდა. მთლიანობაში, მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ამაშუკელი შვიდ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან სამში მოედნის მსაჯი იქნება, ოთხში კი – პირველი ასისტენტი.

მსოფლიო თასზე ნიკა ამაშუკელის დებიუტი 9 სექტემბერს ბორდოში, ირლანდიისა და რუმინეთის მატჩში შედგება. მას ასისტენტობას უეინ ბარნსი და იტალიელი ანდრე პიარდი გაუწევენ. მოედნის მსაჯი იქნება ამაშუკელი 17 სექტემბერს ნიცაში, სადაც ერთმანეთს იაპონიისა და ინგლისის ნაკრებები ეთამაშებიან, მისი ასისტენტები ავსტრალიელი ნიკ ბერი და ანდრე პიარდი იქნებიან.

მესამე შეხვედრა, რომელშიც ამაშუკელი მთავარი მსაჯი იქნება, 1-ელ ოქტომბერს სენტ ეტიენში, ავსტრალიასა და პორტუგალიას შორის გაიმართება. ნიკას მეთიუ რეინალი და ანდრე პიარდი დაეხმარებიან.

ოთხ თამაშში ამაშუკელი რეფერის პირველი ასისტენტი იქნება:

10 სექტემბერი, მარსელი | სამხრეთ აფრიკი – შოტლანდია

მთავარი მსაჯი: ენგუს გარდნერი.

22 სექტემბერ, სენტ ეტიენი | არგენტინა-სამოა

მთავარი მსაჯი: ნიკ ბერი.

24 სექტემბერი, ნიცა | შოტლანდია-ტონგა

მთავარი მსაჯი: კარლ დიქსონი.

7 ოქტომბერი, ლილი | ინგლისი – სამოა

მთავარი მსაჯი: ენდრიუ ბრაისი.