რაგბი | ნიკა ამაშუკელი - დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის #1TVSPORT
რაგბი | ნიკა ამაშუკელი - დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის #1TVSPORT

საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ქართველმა არბიტრმა, ნიკა ამაშუკელმა შვიდი თამაში განსაჯა, მათ შორის, სამი მატჩზე მთავარ არბიტრად იმუშავა. ეს იყო პირველი შემთხვევა მსოფლიო თასის ისტორიაში, როდესაც ტიერ 2 ქვეყნის წარმომადგენელი არბიტრი ასეთი დონის მატჩებზე მიიწვიეს.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ამაშუკელმა სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ახსნა, რატომ არ მსაჯობს პლეი ოფის მატჩებზე:

„პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი ტურნირის განმავლობაში ვგრძნობდი და რასაც ძალიან ვაფასებ.

პლეი ოფის შეხვედრებზე, მოგეხსენებათ, არ ვარ დანიშნული, რაც სავსებით არ წარმოადგენს პრობლემას, ასეთია პროცესი. აქ არიან არბიტრები, რომლებიც დიდი ხანია, მსაჯობენ ასეთ მაღალ დონეზე და წლებია, ელოდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯობას. ამიტომ სწორედ ეს გამოცდილი მსაჯები გაუძღვებიან დარჩენილ შეხვედრებს.

რაც შეეხება ჩემს აქ ყოფნას და მსაჯობას, ზოგადი გამოხმაურება არის ძალიან დადებითი და მომავალში კიდევ უფრო დიდ თამაშებს უნდა ველოდოთ.

ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა და ისიამოვნეთ იმ რვა თამაშით, რომელიც დარჩენილია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე“.