რაგბი | ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მატჩზე - ქართველი არბიტრი ინგლისი-ირლანდიას განსჯის #1TVSPORT
რაგბი | ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მატჩზე - ქართველი არბიტრი ინგლისი-ირლანდიას განსჯის #1TVSPORT

რაგბიში „ექვსი ერის“ გათამაშებაში, 2024 წლის 9 მარტს ლონდონში, „თვიქენჰემზე“ ინგლსის ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი განსჯის, მას ანდრის პიარდი და გრეიგ ევანსი დაეხმარებიან, – ამი შესახებ ინფორმაციას irishrugby-ი ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველი არბიტრი ასეთი მაღალი დონის შეხვედრას მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ ამაშუკელმა რაგბის მსოფლიო თასზე რვა თამაში განსაჯა, ჯგუფურ ეტაპზე იგი სამ შეხვედრაში (ირლანდია-რუმინეთი, იაპონია-ინგლისი, ავსტრალია-პორტუგალია) მთავარი მსაჯი იყო, ხოლო ხუთ მატჩში (სამხრეთ აფრიკა-შოტლანდია, არგენტინა-სამოა, შოტლანდია-ტონგა, ინგლისი-სამოა, არგენტინა-ინგლისი) ასისტენტის რანგში იმუშავა.