მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა კომენტარი გაუკეთა სიტუაციას საჩოგბურთო სეზონთან დაკავშირებით, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამოა შეჩერებული.
„იმედი მაქვს, რომ ჩოგბურთი წლის ბოლომდე დაბრუნდება, მაგრამ, საუბედუროდ, არ მგონია, ეს შესაძლებელი იყოს. ხელს მოვაწერდი იმას, რომ უკვე დავიწყო მზადება 2021 წლისთვის. მე უფრო 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობა მაღელვებს, ვიდრე ამ წლის ბოლო თვეები. მე მგონია, რომ 2020 წელი პრაქტიკულად დაკარგულია. ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ თამაშის დაწყებას მომავალ წელს“, – განაცხადა „დიდი სლემის“ ტურნირების 19-გზის ჩემპიონმა.
საჩოგბურთო სეზონი შეჩერებულია 13 ივლისამდე.