ესპანური გაზეთი Marca წერს, რომ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა აბუ დაბის საჩვენებელი ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა, რომელიც 28-30 დეკემბერს გაიმართება. მიზეზი იგივეა, რაც 2017 წლის სეზონის ბოლოს იყო – მუხლების ტრავმა.
ესპანელის ადგილს აბუ დაბის ტურნირის ბადეში მისი თანამემამულე რობერტო ბაუტისტა აგუტი დაიკავებს, რომელიც ნახევარფინალში კევინ ანდერსონსა და პაბლო კარენიო-ბუსტას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
იანვარში ნადალს ბრისბენის ტურნირზე და ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში აქვს დაგეგმილი. ჯერჯერობით, რაფას ამ ტურნირებიდან განაცხადი არ გამოუტანია.