რაფაელ ნადალი აბუ დაბიში ვერ ითამაშებს
რაფაელ ნადალი აბუ დაბიში ვერ ითამაშებს

ესპანური გაზეთი Marca წერს, რომ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა აბუ დაბის საჩვენებელი ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა, რომელიც 28-30 დეკემბერს გაიმართება. მიზეზი იგივეა, რაც 2017 წლის სეზონის ბოლოს იყო – მუხლების ტრავმა.

ესპანელის ადგილს აბუ დაბის ტურნირის ბადეში მისი თანამემამულე რობერტო ბაუტისტა აგუტი დაიკავებს, რომელიც ნახევარფინალში კევინ ანდერსონსა და პაბლო კარენიო-ბუსტას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

იანვარში ნადალს ბრისბენის ტურნირზე და ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში აქვს დაგეგმილი. ჯერჯერობით, რაფას ამ ტურნირებიდან განაცხადი არ გამოუტანია.