რაფაელ გროსი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა, რაც დიდ საფრთხეს ქმნის
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შედეგად, სადგურის ელექტრომომარაგების ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა. მისივე თქმით, ეს დიდ საფრთხეს ქმნის.
ამის შესახებ რაფაელ გროსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც ასევე წერია, რომ რეაქტორის გასაგრილებლად საჭირო დენი ახლა სადგურს მხოლოდ დიზელის ავარიული გენერატორებით მიეწოდება. თითოეულ ასეთ გენერატორში სულ მცირე 10 დღის სამყოფი საწვავია.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უნდა ამუშავდეს“, – წერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროგადამცემი ხაზის აღსადგენად მუშაობა უკვე დაწყებულია.
ელექტროსადგურის მისამართით სროლა აგვისტოდან გრძელდება. მოსკოვი და კიევი ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.