რადოვან კარაჯიჩი 40 წლიანი პატიმრობის განაჩენის გასაჩივრებას აპირებს
რადოვან კარაჯიჩი 40 წლიანი პატიმრობის განაჩენის გასაჩივრებას აპირებს

ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი 40 წლიანი პატიმრობის განაჩენს გაასაჩივრებს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

კარაჯიჩს 1992-1995 წლებში ბოსნიის ომის დროს გენოციდსა და ომის დანშაულში დასდეს ბრალი. ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი, ფსიქიატრი კარაჯიჩი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც ყოფილი იუგოსლავიისთვის შექმნილმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გაასამართლა.

ორი წლის წინ, რადოვან კარაჯიჩი იუგოსლავიის დაშლის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის, მათ შორის სრებრენიცაში 8 ათასი მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის მკვლელობებისთვის გაასამართლეს. კარაჯიჩი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სასამართლო მიკერძოებული იყო.