რადოსლავ სიკორსკი - პოლონეთმა არ უნდა გამორიცხოს უკრაინაში სამხედროების გაგზავნა
პოლონეთმა არ უნდა გამორიცხოს უკრაინაში სამხედროების გაგზავნა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ინტერვიუში განაცხადა.
სიკორსკის ინტერვიუ გამოქვეყნდა პოლონურ გამოცემა Gazeta Wyborcza-ში, იტალიურ La Repubblica-ში და ესპანურ El Pais-ში.
შეკითხვაზე, მზად არის თუ არა პოლონეთი, გაგზავნოს სამხედროები უკრაინაში, სიკორსკიმ განაცხადა: „ჩვენ ეს არ უნდა გამოვრიცხოთ“.
ამასთან, სიკორსკის არ დაუკონკრტებია, ასეთ შემთხვევაში რა როლს შეასრულებენ პოლონეთის ძალები. „პუტინი უნდა დავტოვოთ ჩვენი განზრახვების შესახებ ფიქრებში“, – განაცხადა სიკორსკიმ.
უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ პირველად განცხადება თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანულ მაკრონმა გააკეთა.