რადოსლავ სიკორსკი – პოლონეთმა არ უნდა გამორიცხოს უკრაინაში სამხედროების გაგზავნა

12:53, 28.05.2024

პოლონეთმა არ უნდა გამორიცხოს უკრაინაში სამხედროების გაგზავნა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ინტერვიუში განაცხადა.

სიკორსკის ინტერვიუ გამოქვეყნდა პოლონურ გამოცემა Gazeta Wyborcza-ში, იტალიურ La Repubblica-ში და ესპანურ El Pais-ში.

შეკითხვაზე, მზად არის თუ არა პოლონეთი, გაგზავნოს სამხედროები უკრაინაში, სიკორსკიმ განაცხადა: „ჩვენ ეს არ უნდა გამოვრიცხოთ“.

ამასთან, სიკორსკის არ დაუკონკრტებია, ასეთ შემთხვევაში რა როლს შეასრულებენ პოლონეთის ძალები. „პუტინი უნდა დავტოვოთ ჩვენი განზრახვების შესახებ ფიქრებში“, – განაცხადა სიკორსკიმ.

უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ პირველად განცხადება თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანულ მაკრონმა გააკეთა.

მსგავსი