რადოსლავ სიკორსკი - ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში მისიის შექმნის შესახებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსი ომში შედის
ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში მისიის შექმნის შესახებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსი ომში შედის, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ნატო-ს მისიის შექმნის შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევდივართ ომში, თუმცა ჩვენ ახლა შევძლებთ, უკეთესად გამოვიყენოთ ნატო-ს კოორდინაციის, წვრთნისა და დაგეგმვის შესაძლებლობები უკრაინის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს მისია მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში.