რადოსლავ სიკორსკი – ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში მისიის შექმნის შესახებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსი ომში შედის
ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში მისიის შექმნის შესახებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსი ომში შედის, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ნატო-ს მისიის შექმნის შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევდივართ ომში, თუმცა ჩვენ ახლა შევძლებთ, უკეთესად გამოვიყენოთ ნატო-ს კოორდინაციის, წვრთნისა და დაგეგმვის შესაძლებლობები უკრაინის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს მისია მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში.
💬 We have made the decision to establish a NATO mission. This doesn’t mean that we’re entering the war, but rather that we’ll now be able to utilize NATO’s coordinating, training, and planning capabilities to support 🇺🇦 in a better manner.
| FM @sikorskiradek for 🇵🇱 media pic.twitter.com/Ahe75scFM8
— Ministry of Foreign Affairs 🇵🇱 (@PolandMFA) April 4, 2024