რადკა ბეთჩევა - მოხარული ვარ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მასპინძლობს EBU-ს ახალი ამბების ასამბლეას, ახლა, როგორც არასდროს, საზოგადოებრივი მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს
მოხარული ვარ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მასპინძლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეას, ეს არის ძალიან დიდი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობენ EBU-ს ახალი ამბების კომიტეტის წევრები, ასევე მთავარი რედაქტორები მთელი ევროპიდან, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, რადკა ბეთჩევამ განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც მსოფლიო დგას ჰუმანიტარული კრიზისის, ომების, აგრესიის წინაშე, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა გააშუქონ ეს მოვლენები დამოუკიდებლად და ჰქონდეთ შესაძლებლობა, სიმართლე მიიტანონ აუდიტორიამდე,
„ასამბლეა იმართება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ყველა ნიუსრუმში მიმდინარეობს დისკუსია ხელოვნური ინტელექტის გავლენებთან, მისი გამოყენების შედეგებთან დაკავშირებით, გაყოფილ და პოლარიზებულ საზოგადოებებში ახალი ამბების მნიშვნელობაზე. ახლა ევროპა იმყოფება კრიტიკულ მომენტში. ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კრიზისი, ვდგავართ ომების, აგრესიის წინაშე და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა გააშუქონ ეს მოვლენები დამოუკიდებლად და ჰქონდეთ შესაძლებლობა, სიმართლე მიიტანონ აუდიტორიამდე, მაყურებლებამდე, მსმენელამდე და ინტერნეტმომხმარებლებამდე. ეს არის კრიტიკული დრო. ჩვენი დემოკრატიები საფრთხის წინაშე არიან და ახლა, როგორც არასდროს, საზოგადოებრივი მედია თამაშობს მნიშვნელოვან როლს ახალი ამბების მიწოდებაში, მოქალაქეთა დღის წესრიგის დაყენებასა და დემოკრატიული ღირებულებების გარშემო ადამიანების გაერთიანებაში“, – განაცხადა რადკა ბეთჩევამ.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას მასპინძლობს.