პოროშენკოს ფრაქციაში მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირება მოითხოვეს. როგორც რადას დეპუტატი ირინა ფრიზი ამბობს, ის მხარს უჭერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირებას „რომელიმე ქვეყანაში“. პარლამენტარის განცხადებას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„სააკაშვილს არ სურს იმპიჩმენტი. მას ძალაუფლება სურს ქვეყანაში, რომელიც ათჯერ უფრო დიდია იმ ქვეყანაზე, რომლიდანაც ის სამარცხვინოდ გაიქცა“, – აცხადებს ფრიზი.
უკრაინელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უკრაინიდან შორის უნდა იყოს, სადაც ის ქვეყნის მომავალს საფრთხეს უქმნის.
„ის ანადგურებს ჩვენს სახელმწიფოს, ეზიზღება ჩვენი წარსული, ახდენს მომავლის ნიველირებას. კულტურის სასახლის შტურმით აღების მცდელობა, სამართალდამცავები ცემა და დაცინვა, საზღვის უკანონოდ კვეთა, კორუფციული კანონმდებლობის ლობირება ოდესის საბაჟოსთვის. რას გააკეთებს მეტს ის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ძალაუფლება სურს და ამის გამო სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევს“, – აცხადებს ირინა ფრიზი.
შეგახსენებთ, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და მისმა მომხრეებმა ოქტომბრის სასახლის შტურმით აღება გუშინ სცადეს, თუმცა მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას შენობის დაკავება ძალის გამოყენებით არ სურდა და მას პროვოკაცია მთავრობამ მოუწყო.