რადას დეპუტატი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე - ნამდვილი მტერი ვიპოვეთ და ელჩს ვაძევებთ? თავად ვანგრევთ ურთიერთობებს სახელმწიფოსთან, სადაც უკრაინას სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს
რადას დეპუტატი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე - ნამდვილი მტერი ვიპოვეთ და ელჩს ვაძევებთ? თავად ვანგრევთ ურთიერთობებს სახელმწიფოსთან, სადაც უკრაინას სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს

უკრაინის ხელმძღვანელობის კიდევ ერთი ახალი უადგილო სიტყვა დიპლომატიაში არის საქართველოს ელჩის გამოძახება და უკრაინის 48 საათში დატოვების მოთხოვნა, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, უკრაინის ხელისუფლება თვითონ ანგრევს ურთიერთობებს სახელმწიფოსთან, სადაც მას სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს.

„უკრაინის ხელმძღვანელობის კიდევ ერთი ახალი უადგილო სიტყვა დიპლომატიაში არის საქართველოს ელჩის გამოძახება და უკრაინის 48 საათში დატოვების მოთხოვნა „თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის!“ სოციალურ ქსელში ჩემს მეგობრებს შორის ყოფილი დიპლომატები ხომ ვერ მეტყვით, ურთიერთობის დანგრევის რა ფორმულაა ეს? პირველ რიგში, ერთ წელზე მეტია, რაც გაიწვიეს ჩვენი ელჩი. წელიწადზე მეტია, რაც ახალი ელჩი არ არის დანიშნული. გადაწყვიტეთ, რომ ასე წარმატებით შეგიძლიათ, იმოქმედოთ საქართველოში დამოკიდებულებებისა და პოლიტიკის ცვლილებაზე რეალური ინსტრუმენტების გარეშე? გეგონათ, ასე უფრო ეფექტურად მოგისმენენ? ნამდვილი მტერი სახელმწიფო ვიპოვეთ და ელჩს ვაძევებთ? საბოლოო ჯამში, ჩვენ თვითონ ვანგრევთ ურთიერთობებს სახელმწიფოსთან, სადაც უკრაინას სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს, სახელმწიფოსთან, რომელიც შეიძლება, იყოს პარტნიორი, ურთიერთობების სირთულის მიუხედავად“, – წერს რადას დეპუტატი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.