თბილისობის დღესასწაულისთვის დედაქალაქის რამდენიმე უბანში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევში. დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართება კონცერტები, ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და სპორტული ღონისძიებები.
6-7 ოქტომბერს რიყის პარკში იქნება ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობი პროგრამები და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა, ამასთან, გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი – „შემოდგომის დღესასწაული“.
6 ოქტომბერი
რიყის პარკი
• გასტრონომიული ფესტივალი – 12:00 – 20:00
• ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ – 13:00 – 20:00
• საბავშვო გასართობი პროგრამა – 11:00 – 19:00
• კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით -14:00 – 18:00
• რარიტეტული მანქანების გამოფენა – 12:00 – 18:00
ლეღვთახევი
• მხატვრების, ფოტოხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა – 13:00 – 17:00
• საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა -13:00 – 17:00
• ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი – 14:00-17:00
• პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ – 14:00 – 17:00
• პროექტი „გვიდირიჟორე“ – 15:00 -17:00
• ცოცხალი მუსიკა – ბენდი killages -18:00 – 19:00
• გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა – „მეტრონომი“ – 20:00 – 21:00
მეიდანი (სიონის სკვერთან) „ხილის ფესტივალი” – 12:00-19:00
დედაენის ბაღი – 12:00 – 18:00 – სპორტული და გასართობი ღონისძიებები
• ტურნირი ქართულ ჭიდაობაში – თბილისის ფალავნის გათამაშება
• ტურნირები ნარდში
• მხატვრული ტანვარჯიში – საჩვენებელი გამოსვლა;
• აკრობატიკა – საჩვენებელი გამოსვლა;
• შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
• ბატუტი – საჩვენებელი გამოსვლა;
• ბოჩა (შშმ პირებისთვის)
• ტურნირი მინი გოლფში
• შეჯიბრი მკლავჭიდში
• მაგიდის ჩოგბურთი
• ძალოსნობა – საჩვენებელი გამოსვლა
დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორია
იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორის ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩის გახსნა – 14:00
ევროპის მოედანი
მიუზიკლი – „თბილისური ვოდევილი“ – პრემიერა – 20:00 საათზე. მიუზიკლში მუსიკისა და დრამის მსახიობებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თაობის ქართველი მომღერლები, რომელებიც სცენაზე მულტიკულტურულ თბილისს წარმოადგენენ.
7 ოქტომბერი
რიყის პარკი
• გასტრონომიული ფესტივალი – 12:00 – 20:00
• ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ – 13:00 -20:00
• საბავშვო გასართობი პროგრამა – 11:00 – 19:00
• საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“ – 14:00-15:00
• კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით – 14:00 18:00
• რარიტეტული მანქანების გამოფენა – 12:00 – 18:00
ბარათაშვილის ქუჩა
კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი – 14:00
ლეღვთახევი
• მხატვრების, ფოტო ხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა – 13:00 – 17:00
• საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა – 13:00 – 17:00
• ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი – 14:00 -17:00
• პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ – 14:00 – 17:00
• ცოცხალი მუსიკა – დაუვიწყარი კონცერტი – ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით – „მექი დანა და მისი მეგობრები“ – 16:00 – 18:00
• პროექტი „გვიდირიჟორე“ – 19:00 – 21:00
• გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა – „მეტრონომი“ – 21:00 – 22:00
დედაენის ბაღი – 12:00 – 18:00 – სპორტული და გასართობი ღონისძიებები
• ტურნირი ქართულ ჭიდაობაში – თბილისის ფალავნის გათამაშება, რომლის გამარჯვებულს წელს პირველად გადაეცემა გარდამავალი თასი.
• ტურნირები ნარდში
• მხატვრული ტანვარჯიში – საჩვენებელი გამოსვლა;
• აკრობატიკა – საჩვენებელი გამოსვლა;
• შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
• ბატუტი – საჩვენებელი გამოსვლა;
• ბოჩა (შშმ პირებისთვის)
• ტურნირი მინი გოლფში
• შეჯიბრი მკლავჭიდში
• მაგიდის ჩოგბურთი
• ძალოსნობა – საჩვენებელი გამოსვლა
• კარატე – საჩვენებელი თამაშები
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი
საპატიო თბილისელის დაჯილდოება და გალა კონცერტი – „ჩემო თბილის ქალაქო“ – რევაზ ლაღიძე – 19:30
ორდღიანი სახალხო დღესასწაული პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით და გრანდიოზული გალა-კონცერტი დასრულდება, რომელიც რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება.
კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.