რა ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისობის დღესასწაულზე
რა ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისობის დღესასწაულზე

თბილისობის დღესასწაულისთვის დედაქალაქის  რამდენიმე უბანში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევში. დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართება ​კონცერტები, ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და სპორტული ღონისძიებები.

6-7 ოქტომბერს რიყის პარკში იქნება ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობი პროგრამები და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა, ამასთან, გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი – „შემოდგომის დღესასწაული“.

 

6 ოქტომბერი

რიყის პარკი

• გასტრონომიული ფესტივალი – 12:00 – 20:00

• ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ – 13:00 – 20:00

• საბავშვო გასართობი პროგრამა – 11:00 – 19:00

• კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით -14:00 – 18:00

• რარიტეტული მანქანების გამოფენა – 12:00 – 18:00

ლეღვთახევი

• მხატვრების, ფოტოხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა – 13:00 – 17:00

• საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა -13:00 – 17:00

• ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი – 14:00-17:00

• პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ – 14:00 – 17:00

• პროექტი „გვიდირიჟორე“ – 15:00 -17:00

• ცოცხალი მუსიკა – ბენდი killages -18:00 – 19:00

• გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა – „მეტრონომი“ – 20:00 – 21:00

 

მეიდანი (სიონის სკვერთან) „ხილის ფესტივალი” – 12:00-19:00

 

დედაენის ბაღი – 12:00 – 18:00 – სპორტული და გასართობი ღონისძიებები

• ტურნირი ქართულ ჭიდაობაში – თბილისის ფალავნის გათამაშება

• ტურნირები ნარდში

• მხატვრული ტანვარჯიში – საჩვენებელი გამოსვლა;

• აკრობატიკა – საჩვენებელი გამოსვლა;

• შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“

• ბატუტი – საჩვენებელი გამოსვლა;

• ბოჩა (შშმ პირებისთვის)

• ტურნირი მინი გოლფში

• შეჯიბრი მკლავჭიდში

• მაგიდის ჩოგბურთი

• ძალოსნობა – საჩვენებელი გამოსვლა

 

დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორია

იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორის ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩის გახსნა – 14:00

 

ევროპის მოედანი

მიუზიკლი – „თბილისური ვოდევილი“ – პრემიერა – 20:00 საათზე. მიუზიკლში მუსიკისა და დრამის მსახიობებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თაობის ქართველი მომღერლები, რომელებიც სცენაზე მულტიკულტურულ თბილისს წარმოადგენენ.

7 ოქტომბერი

რიყის პარკი

• გასტრონომიული ფესტივალი – 12:00 – 20:00

• ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ – 13:00 -20:00

• საბავშვო გასართობი პროგრამა – 11:00 – 19:00

• საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“ – 14:00-15:00

• კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით – 14:00 18:00

• რარიტეტული მანქანების გამოფენა – 12:00 – 18:00

 

ბარათაშვილის ქუჩა 

კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი – 14:00

ლეღვთახევი

• მხატვრების, ფოტო ხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა – 13:00 – 17:00

• საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა – 13:00 – 17:00

• ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი – 14:00 -17:00

• პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ – 14:00 – 17:00

• ცოცხალი მუსიკა – დაუვიწყარი კონცერტი – ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით – „მექი დანა და მისი მეგობრები“ – 16:00 – 18:00

• პროექტი „გვიდირიჟორე“ – 19:00 – 21:00

• გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა – „მეტრონომი“ – 21:00 – 22:00

 

დედაენის ბაღი – 12:00 – 18:00 – სპორტული და გასართობი ღონისძიებები

• ტურნირი ქართულ ჭიდაობაში – თბილისის ფალავნის გათამაშება, რომლის გამარჯვებულს წელს პირველად გადაეცემა გარდამავალი თასი.

• ტურნირები ნარდში

• მხატვრული ტანვარჯიში – საჩვენებელი გამოსვლა;

• აკრობატიკა – საჩვენებელი გამოსვლა;

• შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“

• ბატუტი – საჩვენებელი გამოსვლა;

• ბოჩა (შშმ პირებისთვის)

• ტურნირი მინი გოლფში

• შეჯიბრი მკლავჭიდში

• მაგიდის ჩოგბურთი

• ძალოსნობა – საჩვენებელი გამოსვლა

• კარატე – საჩვენებელი თამაშები

 

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი 

საპატიო თბილისელის დაჯილდოება და გალა კონცერტი – „ჩემო თბილის ქალაქო“ – რევაზ ლაღიძე – 19:30

 

ორდღიანი სახალხო დღესასწაული პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით და გრანდიოზული გალა-კონცერტი დასრულდება, რომელიც რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება.

კ​ონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.