ქვეყნები, რომლებმაც კორონავირუსის საფრთხის გამო, ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს
კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან, კონკრეტულად კი იმ რეგიონებიდან, სადაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული ვირუსი, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ეს ქვეყნებია:
ავსტრალია – გავრცელებული მონაცემებით, ქალაქ ჰუბეიში 600 ავსტრალიელი იმყოფება. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, პირველ რიგში ჩინეთიდან არასრულწლოვნების ევაკუაცია განხორციელდება. ჩინეთიდან გამოყვანილ მოქალაქეებს კი შობის კუნძულზე ჩაიყვანენ, სადაც ისინი ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იქნებიან.
ევროკავშირი – ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებით, ორგანიზაცია ქალაქ უხანში ორ თვითმფრინავს გაგზავნის. პირველი რეისითი ჩინეთიდან საფრანგეთის 250 მოქალაქეს გამოიყვანენ, მეორე თვითმფრინავით კი – დარჩენილ 100 ადამიანს.
გერმანია – გერმანია ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას მომდევნო კვირას დაიწყებს.
ესპანეთი – ესპანეთის მთავრობა ჩინეთის მთავრობასთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინიშნება რეისი.
ინდოეთი – ინდოეთის მთავრობამ ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო.
ახალი ზელანდია – ახალი ზელანდიის მთავრობამ ახალი ზელანდიის ავიახაზებს დაავაალა, რომ ჩინეთიდან ახალი ზელანდიის მოქალაქეები წამოიყვანოს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 300 ადამიანზე.
იაპონია – იაპონიიდან ჩინეთში ორი რეისი უკვე განხორციელდა. ევაკუაციის დროს ქვეყანაში 400 იაპონელი დაბრუნდა.
სამხრეთ კორეა – სამხრეთ კორეიდან ჩინეთში ოთხი პირდაპირი რეისი დაინიშნა. ჩინეთის დატოვების სურვილი 700-მა სამხრეთ კორეელმა გამოთქვა. გუშინ დაგეგმილი რეისი გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.
თურქეთი – ჩინეთში, იმ რეგიონებში, სადაც ვირუსია გავრცელებული, თურქეთის 24 მოქალაქე იმყოფება. თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ ქვეყნიდან უახლოეს დღეებში გამოიყვანენ. ჯერჯერობით უცნობია, სად ჩაიყვანენ ევაკუირებულებს, ანკარაში თუ სტამბოლში.
დიდი ბრიტანეთი – ბრიტანეთი 200 მოქალაქის ევაკუაციას გეგმავს, თუმცა რეისი გაურკვეველი მიზეზით გადაიდო. ერთ-ერთი ვერსიით ბრიტანულ მხარეს ჯერჯერობით ჩინეთიდან პასუხი არ მიუღია.
ამერიკის შეერთებული შტატები – თვითმფრინავი, რომლითაც ჩინეთიდან ამერიკის მოქალქეები გამოიყვანეს, სამხრეთ კაროლინაში გუშინ დაეშვა. ბორტზე ძირითადად დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დარჩენილ მოქალეებს ჩინეთიდან უახლოეს დღეებში წამოიყვანენ.