ქვეყნები, რომლებმაც კორონავირუსის საფრთხის გამო, ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს

15:10, 30.01.2020

კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან, კონკრეტულად კი იმ რეგიონებიდან, სადაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული ვირუსი, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ეს ქვეყნებია:

ავსტრალია – გავრცელებული მონაცემებით, ქალაქ ჰუბეიში 600 ავსტრალიელი იმყოფება. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, პირველ რიგში ჩინეთიდან არასრულწლოვნების ევაკუაცია განხორციელდება. ჩინეთიდან გამოყვანილ მოქალაქეებს კი შობის კუნძულზე ჩაიყვანენ, სადაც ისინი ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იქნებიან.

ევროკავშირი – ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებით, ორგანიზაცია ქალაქ უხანში ორ თვითმფრინავს გაგზავნის. პირველი რეისითი ჩინეთიდან საფრანგეთის 250 მოქალაქეს გამოიყვანენ, მეორე თვითმფრინავით კი – დარჩენილ 100 ადამიანს.

გერმანია – გერმანია ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას მომდევნო კვირას დაიწყებს.

ესპანეთი – ესპანეთის მთავრობა ჩინეთის მთავრობასთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინიშნება რეისი.

ინდოეთი – ინდოეთის მთავრობამ ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო.

ახალი ზელანდია – ახალი ზელანდიის მთავრობამ ახალი ზელანდიის ავიახაზებს დაავაალა, რომ ჩინეთიდან ახალი ზელანდიის მოქალაქეები წამოიყვანოს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 300 ადამიანზე.

იაპონია – იაპონიიდან ჩინეთში ორი რეისი უკვე განხორციელდა. ევაკუაციის დროს ქვეყანაში 400 იაპონელი დაბრუნდა.

სამხრეთ კორეა – სამხრეთ კორეიდან ჩინეთში ოთხი პირდაპირი რეისი დაინიშნა. ჩინეთის დატოვების სურვილი 700-მა სამხრეთ კორეელმა გამოთქვა. გუშინ დაგეგმილი რეისი გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.

თურქეთი – ჩინეთში, იმ რეგიონებში, სადაც ვირუსია გავრცელებული, თურქეთის 24 მოქალაქე იმყოფება. თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ ქვეყნიდან უახლოეს დღეებში გამოიყვანენ. ჯერჯერობით უცნობია, სად ჩაიყვანენ ევაკუირებულებს, ანკარაში თუ სტამბოლში.

დიდი ბრიტანეთი – ბრიტანეთი 200 მოქალაქის ევაკუაციას გეგმავს, თუმცა რეისი გაურკვეველი მიზეზით გადაიდო. ერთ-ერთი ვერსიით ბრიტანულ მხარეს ჯერჯერობით ჩინეთიდან პასუხი არ მიუღია.

ამერიკის შეერთებული შტატები – თვითმფრინავი, რომლითაც ჩინეთიდან ამერიკის მოქალქეები გამოიყვანეს, სამხრეთ კაროლინაში გუშინ დაეშვა. ბორტზე ძირითადად დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დარჩენილ მოქალეებს ჩინეთიდან უახლოეს დღეებში წამოიყვანენ.

მსგავსი