ქვეშეთი-კობის პროექტისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 60 მილიონ დოლარს გამოყოფს. ინფორმაცია ევრობანკის ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნდა.
საფინანსო ინსტიტუტი საქართველოსთვის თანხის გამოყოფაზე, სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს იმსჯელებს.
პროექტის ძირითადი დონორი აზიის განვითარების ბანკია, რომელმაც 415 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. 83.6 მილიონ დოლარს პროექტისთვის საქართველოს მთავრობა გამოყოფს.
საუბარია 23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელიც საქართველოში ყველაზე გრძელ, 9-კილომეტრიან გვირაბს, ასევე მდინარე ხადისწყალზე თაღოვან ხიდს მოიცავს. გზის მშენებლობის დაწყება 2020 წელს იგეგმება.