ლაშა ხუციშვილი - აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია
ლაშა ხუციშვილი - აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია

აზიის განვითარების ბანკი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, „ნათელი მომავლისკენ ხიდის ასაგებად განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებთან მჭიდო თანამშრომლობა გვჭირდება“.

„დღეს არის წლიური შეხვედრის გახსნის ცერემონია. ჩვენი დევიზი არის მომავლისკენ ხიდის გადება და ამ სულისკვეთებით ჩვენ ვცდილობთ, რომ მთელ მსოფლიოში გეოპოლიტიკური ცვლილებების, კლიმატის ცვლილების, უთანასწორობის და მდგრადი განვითარების სხვა მიზნების დაძლევას და მოგვარებას. ამავდროულად, საქართველო პოზიციონირებს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ქვეყანა. თქვენ გმასპინძლობთ წელს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფო და იმედი მაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება ჩვენი როლის დაფასების აღმნიშვნელი ამ შუა დერეფნის კვალობაზე. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი პანდემიის, პანდემიის შემდგომ და ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე.

ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ აზიის განვითარების ბანკის დახმარებით, მაგრამ კვლავ რჩება გამოწვევები ამ კომპლექსურ, ძალიან სწრაფად ცვალებად სამყაროში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ შეძლოს გამოწვევისთვის თვალის გასწორება.

აზიის განვითარების ბანკი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია საქართველოსთვის. 2007 წლიდან, როცა შეუერთდა ქვეყანას ამ საერთაშორისო ბანკს, მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ და ჩვენ უკვე გავხდით აზიის განვითარების ფონდის დონორი, ამიტომ ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს.

ჩვენი პრიორიტეტები ამ ცვალებად გარემოში კვლავ არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ნეგატიური გრძელვადიანი მდგრადობის სფეროში არსებული გავლენების დაძლევა, ფისკალური კონსოლიდაცია, კაპიტალური ინვესტიციების ხელშეწყობა, დიდი პოტენციალების ათვისება, სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და დაკავშირებადობის უნარების გაზრდა. ნათელი მომავლისკენ ხიდის ასაგებად ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვჭირდება განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებთან და ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.