ქვემო ქართლში სიჩქარის კონტროლის შვიდი სექცია ამოქმედდება
ქვემო ქართლში სიჩქარის კონტროლის შვიდი სექცია ამოქმედდება

2021 წლის 5 თებერვლიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიჩქარის კონტროლი შვიდ საგაზო მონაკვეთზე ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

​1. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 21-ე კილომეტრიდან (ვაზიანის გადასახვევი, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრამდე (გომბორის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

2. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი I, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის შესასვლელი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

3. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი II, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის შესასვლელი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

4. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრიდან (სართიჭალის შესასვლელი, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 35-ე კილომეტრამდე (სართიჭალის გასასვლელი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

5. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 35-ე კილომეტრიდან (სართიჭალის შესასვლელი, მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის გასასვლელი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

6. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრიდან (სართიჭალის გასასვლელი, მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრამდე (გომბორის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

7. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 21-ე კილომეტრამდე (ვაზიანის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის აღნიშნული შვიდი სექციის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით უკვე სულ 1185 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.