ქვემო ქართლის გუბერნატორი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ოჯახთან კონტაქტში მყოფი „მაგთის“ ორი თანამშრომელი თვითიზოლაციაში, ერთი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება
ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ კომპანია „მაგთის“ ორი თანამშრომელი თვითიზოლაციაში, ერთი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება.
როგორც შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, საჯარო მოხელის ოჯახი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურა, გადაყვანილია და მათ დღეს ჩაუტარდებათ ანალიზე.
„კოონავირუსით ინფიცირებული საჯარო მოხელის კონტაქტების 90%, სადაც შესაძლო რისკები შეიძლება ყოფილიყო, შესწავლილია და თვითიზოლაციის მკაცრ რეჟიმზე არიან ადამიანები, მათ შორის იყო კომპანია „მაგთის“ სერვისის მოთხოვნა ოჯახიდან, მათგანაც ორი თანამშრომელი თვითიზოლაციაშია, ერთი საკარანტინო სივრცეში. დღეს ჩვენ კარანტინში გვაქვს 50-60 ადამიანის მიღების შესაძლებლობა. რაიმე პროგნოზის გაკეთება, რომ ხელიდან გაგვექცა პროცესი არ არის, ყველაფერი მართვადია. არ არის საჭირო დამატებითი მკაცრი ზომების მიღება. თერმოსკრინიგი გამკაცრდება, რომ მოსალხეობის გადაადგილება იყოს შესწავლილი და სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარდება იმ სივრცეების, სადაც ამ ფაქტიდან გამომდინარე გვაქვს საჭიროება“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.