მუშევანში ხვალიდან კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება.
მუშევანში ცხრა ჯგუფი იმუშავებს, მათ შორის შვიდი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, ორი კი ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრიდან.
ტესტირება 500-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 165-ს შეადგენს.