მუშევანში ხვალიდან კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება

17:35, 28.05.2020

მუშევანში ხვალიდან კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება.

მუშევანში ცხრა ჯგუფი იმუშავებს, მათ შორის შვიდი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, ორი კი ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრიდან.

ტესტირება 500-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 165-ს შეადგენს.

მსგავსი