ქუვეითში, საცხოვრებელ შენობაში ხანძარს, სულ მცირე, 41 ადამიანი ემსხვერპლა
ქუვეითში, საცხოვრებელ შენობაში ხანძარს, სულ მცირე, 41 ადამიანი ემსხვერპლა

ქუვეითში, საცხოვრებელ შენობაში ხანძარს, სულ მცირე, 41 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილზე ჩასულმა ვიცე-პრემიერმა შეიხ ფაჰად იუსუფ საუდ ალ-საბაჰმა განაცხადა.

შემთხვევა ქუვეითის სამხრეთში მდებარე ქალაქ მანგაფში მოხდა. შენობაში მუშები ცხოვრობდნენ. ხანძარი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 06:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლმოკიდებული შენობიდან ათობით ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ვიცე-პრემიერმა ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა უძრავი ქონების მფლობელებს დააკისრა.

„სამწუხაროდ, უძრავი ქონების მფლობელების სიხარბე იწვევს ასეთ ტრაგედიებს“, – განაცხადა შეიხ ფაჰადმა, რომელიც ქვეყნის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობს.