ქუთაისში ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქალაქის საკრებულოს წევრებმა მიულოცეს.
ისინი ნინოშვილის ბაღში მემორიალთან მივიდნენ, სადაც ვეტერანები დილიდან შეიკრიბნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 21 ქუთაისელ ვეტერანს 1000-1000 ლარი გადაეცემა.