უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავენ
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავენ

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავენ, ისე როგორც ეს ევროპაშია.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან უკვე მიმართა უმაღლეს რადას და 8 მაისის ხსოვნისა და გამარჯვების დღედ გამოცხადება ოფიციალურად მოითხოვა, ხოლო 9 მაისს აღინიშნება ევროპის დღე.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, „ძველი ბოროტება“ დაბრუნდა და ამჯერად ის რუსეთმა დააბრუნა და მასაც იგივე მიზანი აქვს, რაც ნაცისტებს ჰქონდათ – დაპყრობა და განადგურება. ზელენსკის თქმით, მათ ეს არ გამოუვათ.

„ჩვენ ვუბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს სამართლიან ისტორიას იდეოლოგიური გავლენების გარეშე. სწორედ 8 მაისს მსოფლიოს ხალხთა უმრავლესობა იხსენებს ფაშისტებზე გამარჯვების დიდებას. დღეს მე მოვაწერე ხელი შესაბამის განკარგულებას და ყოველ წელს, ხვალინდელი დღიდან დაწყებული, 9 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს ისტორიულ ერთიანობას – ყველა ევროპელის ერთიანობას, რომლებმაც გაანადგურეს ფაშიზმი და დაამარცხებენ „რაშიზმს“, – განაცხადა ზელენსკინ,

ამასთან, როგორც უკრაინის მმართველი ფრაქციის მეთაურმა დავით არახამიამ განაცხადა, უკრაინის უმაღლესი რადა დაჩქარებული წესით მიიღებს კანონპროექტს.

ცნობისთვის, დასავლეთის სახელმწიფოები ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავენ. გერმანიის კაპიტულაცია ძალაში შევიდა 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე, ამ დროს მოსკოვში უკვე 9 მაისი იყო.