საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამა გახსნეს. ისინი ქუთაისის დემორატიულობის ჩართულობის ცენტრში ახალი პროექტის გახსნაზე წამყვანი აგრობიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა მობილიზებას გაუწევს პარტნიორ აგრობიზნესებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას დამწყებ კომპანიებს გაუზიარებენ.
პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია 3 000 სამუშაო ადგილის შექმნა, აგრობიზნესის გაყიდვების 60 მილიონი დოლარით გაზრდა და 7 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციის მოზიდვა.