ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტს თვითმხილველებმა განუცხადეს, და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა. მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ.
დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.