ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა

10:45, 20.03.2019

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტს თვითმხილველებმა განუცხადეს, და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა. მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ.

დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი