ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ოფისის დაყაჩაღებისას დაჭრილ ახალგაზრდას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება
ხქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ოფისში დაჭრილ ახალგაზრდას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგინავას განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობით შეიყვანეს და ამ დროისთვის მას ოპერაციას უკეთებენ.
რამდენიმე საათის წინ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ყაჩაღობის მიზნით, „საქართველოს ბანკის“ ოფისში ერთი პირი შეიჭრა და ბანკში მყოფ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.