ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ოფისის დაყაჩაღების ფაქტზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ოფისის დაყაჩაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 იანვარს ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, ყაჩაღობის მიზნით, შეიჭრა შეიარაღებული პირი, რომელმაც თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა აღნიშნულ ფილიალში მყოფი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ბრალდებულის დადგენა-დაკავების მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი ცოტა ხნის წინ დააყაჩაღეს.